მარგველაშვილი ბუშზე თავდასხმისთვის დაპატიმრებულ არუთინიანს შეიწყალებს? - ქვეყანა სკანდალური გადაწყვეტილების მოლოდინში

მარგველაშვილი ბუშზე თავდასხმისთვის დაპატიმრებულ არუთინიანს შეიწყალებს? - ქვეყანა სკანდალური გადაწყვეტილების მოლოდინში

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა უკვე დაწყებულია უვადო პატიმრების შეწყალების საკითხზე. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ადასტურებს, რომ უვადო პატიმრების საკითხი პრეზიდენტთან უახლოეს შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება. მისი თქმით, შეხვედრის ინიციატივა მარგველაშვილს ეკუთვნის.

ზვიად ქორიძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: "- დიახ, ჩვენ უახლოეს დღეებში შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია, მათ შორის ერთ-ერთია სწორედ უვადო მსჯავრდადებულთა თემა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის - 3 ქალი. გვინდა, მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბარისას ზვიად ქორიძე.

ექსპერტ ნიკა ჩიტიძის აზრით, თუ მარგველაშვილი უვადო მსჯავრდადებულებს შეიწყალებს, ის სერიოზულ სკანდალში გაეხვევა: "საუბარი იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი უვადო პატიმარი და ეს ცუდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე, არასწორია. ქვეყნის იმიჯი ნამდვილად დაცული იქნება, თუ მძიმე დანაშაულისთვის სასჯელად უვადო პატიმრობა იქნება გამოყენებული. მე უფრო პირიქით მგონია, ქვეყნის იმიჯს ეს გადაწყვეტილება აზიანებს. მაგალითად, საერთაშორისო საზოგადოებრიობა გაგვაკრიტიკებს, თუ გაათავისუფლებენ უვადო პატიმარ ვოვა არუთინიანს, რომელიც გარდა იმისა, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის იხდის სასჯელს, მან 2005 წლის 10 მაისს, სპეცოპერაციის დროს, პოლიციელი მოკლა. ტერორიზმი, რომელსაც თან ახლავს ასევე განზრახ მკვლელობა, არის სწორედ იმ კატეგორიის დანაშაული, რომელიც უვადო პატიმრობას ექვემდებარება.

ასეთი დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების შეწყალება არა მგონია გონივრული იყოს. რაც მთავარია, საქართველოში აკრძალულია სიკვდილით დასჯა. ამ ზომის სანაცვლოდ მოქმედებს უვადო პატიმრობა, რომელიც, ვფიქრობ, ადეკვატური სასჯელია მათთვის, ვისაც ბრალად ედებათ უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ჰუმანიზმზეა საუბარი, უპირველესად საზოგადოების უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. თუ უვადო პატიმარს გაათავისუფლებენ და ის კვლავ ჩაიდენს მორიგ სასტიკ დანაშაულს, ვინ აგებს პასუხს?!"

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა