ირაკლი ალასანია - დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით დეოკუპაციის პროცესს დავიწყებთ

ირაკლი ალასანია - დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით დეოკუპაციის პროცესს დავიწყებთ

არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ღირებულება ჩვენთვის არ აქვს არანაირ აქტს, რომელსაც არაღიარებული ქვეყნის პარლამენტი მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ,ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აფხაზეთისა და რუსეთის მიერ გაერთიანებული ჯარების შექმნაზე საუბარს შეეხებოდა.

მისი თქმით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.

"არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ღირებულება არ აქვს ჩვენთვის არანაირ აქტს, რომელსაც არაღიარებული ქვეყნის პარლამენტი მიიღებს. საქართველოს განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი, ისევე როგორც - ცხინვალი. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით დავიწყებთ დეოკუპაციის პროცესს", - განაცხადა ალასანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტი, რომელიც 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება, "აფსნიპრესის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა