ნუგზარ წიკლაური - დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, რაც ღარიბაშვილმა იკადრა

ნუგზარ წიკლაური - დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, რაც ღარიბაშვილმა იკადრა

ღარიბაშვილის განცხადება არის ზნედაცემული ტყუილი, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის გატაცების საქმეში "ნაციონალების" ხელწერა იგრძნობა.

"დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, როგორიც იკადრა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის განცხადება მიუთითებს, რომ მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოების გახლეჩის და დაპირისპირების დამღუპველი პრაქტიკა. ყველა მნიშვნელოვანი თემა, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, უნდა იქნას გამოძიებული პირუთვნელად, დეტალურად. ამ ფაქტთან დაკავშირებითაც ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ შეიქმნას ერთობლივი საპარლამენტო კომისია", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ცინიკურია, რომ "მსგავს განცხადებას აკეთებს თამაზაშვილების კლანის წარმომადგენელი, რომლის მმართველობის დროსაც კახეთში ასეულობით ადამიანი გაიტაცეს". ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალების" კიდევ ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი.

"საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ვითარებასთან, როდესაც ეს მთავრობა ამ ყმაწვილ-კაცის მეთაურობით, რომლის უკან ბევრი სხვა ჭარმაგი პატარა კაცი დგას, დაკავებულია იმით, რომ მალავს კრიმინალის რეალურ სტატისტიკას, და შუბი ხალათში მაინც არ იმალება. ეს არის სტილი, რომელიც გამორიცხულია, რომ ავტორიტარული რეჟიმების გარდა ვინმეს ახასიათებდეს, ეს ყველაფერი სამწუხაროდ, მთლიანად ქვეყანას, აუცილებლად ცუდად დაუმთავრდება", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

შსს-ს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი კუდი-ს და სოდ-ის თანამშრომლები ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმაცხადა, რომ ეს ადამიანები სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.

"ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა