თეა წულუკიანმა გივი თარგამაძეს "კანონიერი ქურდების მამას" უწოდა

თეა წულუკიანმა გივი თარგამაძეს "კანონიერი ქურდების მამას" უწოდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გივი თარგამაძეს "კანონიერი ქურდების მამას" უწოდებს.

ამგვარად წულუკიანმა თარგამაძე გადაცემა "არჩევანში" იმ შეკითხვაზე საპასუხოდ მოიხსენია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ ე.წ. კანონიერი ქურდების მფარველობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

გადაცემის წამყვანმა შეკითხვა იმ კონტექსტში დასვა, რომ უკრაინიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდის, "რემენას" კვალი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაუჩინარდა. "კანონიერი ქურდების მამა და სპეციალისტი ერთის მეტი მე არ ვიცი, ესაა გივი თარგამაძე", - განაცხადა წულუკიანმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა