საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მიმართავს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია შეიმუშაოს, რის შემდეგაც ის უშიშროების საბჭოს მოიწვევს, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი. ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს უსაფრთხოებას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში. ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატსა და სულისკვეთებას. იგი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში გაუარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა რეგიონში.

რეალური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, თვითდამკვიდრება და მომავალი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, მივმართავ პარლამენტს, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, უსწრაფესად, ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესახებ გადადგმულ ნაბიჯს", - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული თხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში უკვე გადაიგზავნა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა