ზურა, რაღაც ძველბიჭობ, ხო იცი ბოლო დროს..." - გია ვოლსკი ზურაბ ჯაფარიძეს

ზურა, რაღაც ძველბიჭობ, ხო იცი ბოლო დროს..." - გია ვოლსკი ზურაბ ჯაფარიძეს

"ნუ ყვირიხართ მაქედან შენ, ზურა, რაღაც ძველბიჭობ ხომ იცი ბოლო დროს, არ შეიძლება ასე ლაპარაკი... - ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ უმცირესობის წევრს ზურაბ ჯაფარიძეს და ზოგადად, უმცირესობას მიმართა.

კამათი მათ შორის "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მოჰყვა, რომლის გათვალისწინებით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვის ვადები ხუთ-ხუთი წლით მცირდება. უმცირესობა აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "რაც ამნისტიით ვერ გაბედეს, აღნიშნული კანონპროექტით ბედავენ".

ვოლსკიმ, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, ოპონენტებს იმით უპასუხა, რომ ქვეყანაში ერთადერთი დესტაბილიზაციის შემომტანი არის საზოგადოების დეზინფორმირება, დაზაფვრა, ბნელი სურათის დახატვა, რითაც მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი არიან დაკავებული.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა