"შეიძლება ოქრო არ იყო, რაც ბრწყინავდა, მაგრამ ხომ ბრწყინავდა?" - სააკაშვილის ირონიული პასუხი გეგეშიძეს ვაშინგტონში

"შეიძლება ოქრო არ იყო, რაც ბრწყინავდა, მაგრამ ხომ ბრწყინავდა?" - სააკაშვილის ირონიული პასუხი გეგეშიძეს ვაშინგტონში

"შეიძლება ოქრო არ იყო, რაც ბრწყინავდა, მაგრამ ხომ ბრწყინავდა?" - სააკაშვილის ირონიული პასუხი გეგეშიძეს ვაშინგტონში.

ვაშინგტონში, CATO-ს ინსტიტუტში მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ში საქართველოს ელჩს, არჩილ გეგეშიძეს შორის დისკუსია გაიმართა. კონფერენციაზე, რომლის თემა იყო "კომუნიზმის ტრანსფორმაცია ბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წლის შემდეგ: გაკვეთილები არათავისუფალი საზოგადოებებისათვის" მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში წარმოადგინა, მაშინ, როდესაც ყველა ნიშნით საქართველო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე მისი მმართველობის დროს.

"სინგაპურის ყოფილი ლიდერი თავის წიგნში ამბობს, რომ ნებისმიერ წარმატებულ მთავრობას ხალხი, მაქსიმუმ, 10 წელიწადში გადაირჩევს თავისუფალი არჩევნების გზით, რადგან ხალხს ცვლილება უნდა. მან ასევე თქვა, რომ სწორედ ამის გამო არ ჩაატარა თავისუფალი არჩევნები, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ და ხალხს მივეცით არჩევანის გაკეთების საშუალება. მათ აირჩიეს ის, რაც უკეთესი უნდა ყოფილიყო. თქვენ თქვით, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის, მაგრამ არსებობს მეორე გამოთქმაც: შეიძლება ოქრო არ იყო, რაც ბრწყინავდა, მაგრამ ხომ ბრწყინავდა? ხალხი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა