ყველაზე სკანდალური ქართველი ქალი პოლიტიკოსები

ყველაზე სკანდალური ქართველი ქალი პოლიტიკოსები

საქართველოს პარლამენტში და მინისტრთა კაბინეტში გენდერული ბალანსი დაცული არასოდეს ყოფილა. თუმცა ქალი პოლიტიკოსები მუდმივად ექცევიან ყურადღების ცენტრში და სკანდალებიც არ აკლიათ. Ambebi.ge ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსი ქალების შესახებ გიამბობთ.

მაია ნადირაძე

ქერათმიანმა და მომხიბვლელმა მაია ნადირაძემ საზოგადოების ყურადღება პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მიიპყრო. ის ტრადიციონალისტთა პარტიის წევრი იყო, მეგობრობდა ნინო ბურჯანაძესთან, თუმცა მოულოდნელად არჩევანი მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა და მისი გუნდის წევრი გახდა. მის სახელს რამდენიმე სკანდალი უკავშირდება, ერთ-ერთი სკანდალი მისი ოჯახის წევრს, კონკრეტულად მის მეუღლეს უკავშირდებოდა. ის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე იყო დანიშნული და პოსტი 2006 წელს დაატოვებინეს. მაია ნადირაძემ საზოგადოებას სკანდალური გამონათქვამებითაც დაამახსოვრა თავი. მაია ნადირაძემ წლების წინ პოლიტიკა დატოვა და 2012 წელს "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ ნაციონალების ყრილობაზე გამოჩნდა. რა გახდა მისი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი, კონკრეტულად უცნობია.

მანანა კობახიძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მუდმივად სკანდალებშია გახვეული. ის არ ერიდება ხმაურიანი განცხადებების გაკეთებას, რასაც საზოგადოების განსჯა მოჰყვება და ხშირად მას უხამსი სიტყვებითაც ამკობენ. ბოლო სკანდალი, რომელიც მანანა კობახიძის სახელს უკავშირდება, "ფეისბუქის" ერთ-ერთ პოსტს ეხება, სადაც წერდა - "როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ [..] აი მერე მეუღლემ, ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ, კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო". ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა, რის გამოც ვიცე-სპიკერმა მოგვიანებით განმარტებები გააკეთა.

ხათუნა კალმახელიძე

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე არასოდეს კონტაქტობდა პრესასთან, არც სოციალური ქსელით სარგებლობდა და არც ხმაურიან წვეულებებზე დადიოდა, მაგრამ მის სახელს სკანდალი და ყურადღება არ აკლია. მაშინ, როცა ახალგაზრდა ასაკში, კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნეს, პირველად საკუთარი განათლების გამო გააკრიტიკეს. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, საჩხერეში მყოფი ახალგაზრდა მინისტრი აკაკი წერეთლის საფლავს ეძებდა, უნდოდა მისი საფლავი ყვავილებით შეემკო...

ხათუნა კალმახელიძემ დაკავებული თანამდებობა 2012 წელს, ციხის კადების გავრცელების შემდეგ დატოვა. ამბობენ, რომ ის პირადად უყურებდა პატიმრების წამებას და ა.შ. თანამდებობის დატოვების შემდეგ ის დროებით საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი თბილისში დაბრუნდა და დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

ეკა ბესელია

უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია შეიძლება ითქვას, ყველაზე სკანდალური პოლიტიკოსია. მის სახელს არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირებენ. ყველაზე ხშირად ოპონენტები მას პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო აკრიტიკებენ, თუმცა თავად ამ გადაწყვეტილებით ამაყობს. დედას არ ჩამოუვარდება სკანდალურობით მისი ვაჟი რატი მილორავა, რომლის სახელსაც სხვადასხვა ინციდენტს უკავშირებენ.

ირმა ნადირაშვილი

უმცირესობის ლიდერი ირმა ნადირაშვილი ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. ბოლო სკანდალი, რომელიც მის სახელს უკავშირდება, ის არის, რომ პარლამენტარი ქმარს დაშორდა და "ფორბსის" რედაქტორს გაჰყვაო, მაგრამ თავად ამ ამბავს უარყოფს. ირმა ნადირაშვილი ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, პენიტენციალურ სისტემაში დარიგებული პრემიების ამბავი სწორედ მან გაახმაურა. ის ხშირად აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც მისი თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ნათესაობის გამო დაინიშნენ წამყვან თანამდებობებზე. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, სახელმწიფო უწყებებში მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ დასაქმებული.

თამარ ბოჭორიშვილი