"ივანიშვილს თეა წულუკიანი დაუბარებია ღარიბაშვილთან ერთად და თავზე დაუმხია ორივესთვის ყველაფერი" - გოგა ხაჩიძე

"ივანიშვილს თეა წულუკიანი დაუბარებია ღარიბაშვილთან ერთად და თავზე დაუმხია ორივესთვის ყველაფერი" - გოგა ხაჩიძე

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა. გარდა ამისა, სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა.

ამ ამბავს "ფეისბუქით" ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე.

"{{{ ვაახ, ივანიშვილს თეა წულუკიანი დაუბარებია ღარიბაშვილთან ერთად და თავზე დაუმხია ორივესთვის ყველაფერი.

ის ვერ მოახერხეთ რომ დათა ახალაია ჩვენთვის გადმოეცათო! }}}

p.s. არ ვიცი ასე მოხდა თუ არა, მაგრამ როგორი გემრიელი ჭორია?!", - წერს ხაჩიძე.

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა