"ამდენი მახინჯი ქადაგებს მორალს და ზნეობაზე მე მელაპარაკება და მე მასწავლის მორალს"

"ამდენი მახინჯი ქადაგებს მორალს და ზნეობაზე მე მელაპარაკება და მე მასწავლის მორალს"

"მიმიფურთხებია მე ასეთ საზოგადოებისთვის და ასეთი ქვეყნისთვის. ეს არ არის საქართველო დღეს ის"გრუზიაა"-ეს განცხადება, პოეტმა დავით-დეფი გოგიბედაშვილმა ტელეკომპანია "იმედის"  გადაცემა "რეაქციის" ეთერში  გააკეთა. მან საქრათველოს პრემიერ-მისნიტრის იმ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზები და ქართველები თვითგამორკვევის პროცესში არიან.

"იმის მაგივრად , რომ გონივრული ეჭვები აცხადოს პრემიერ-მინისტრმა და თქვას, რომ თურმე აფხაზეთის თვითგამორკვევა ყოფილა მთელი ეს 25-ი წელი და არა გენოციდი ამდენი ადამიანის, არა დახოცვა და წამება , ცოცხლად გატყავება ხალხის. ეს არ არის გზავნილი რუსებისთვის? ეს მთავრობა არ არის პრორუსული ვიღაცა მეტყვის? არ არის მოღალატე ღარიბაშვილი და ივანიშვილი? პირდაპირი მოღალატეები ჩვენი ქვეყნის.რა თვითგამორკვევაზე მელაპარაკება პრემიერ-მინისტრი, დადის შეხვედრებზე, შეხვდა ამერიკის პრეზიდენტს და უცებ აი ასეთ გზავნილს გაუშვებს თითქოს არაფერი. მერე იქ თურმე აღმოჩნდება, რომ 25-ი წელი არის დღეს მაკასავით. მაკა როგორც მოკლეს აი ასე მოკლეს დღეს საქართველოს 25-წელიც. ეს არის გაუგებარი კოლაფსი რაც დაემართა ამ ქვეყანას. მე უბრალოდ ვარ გაოგნებული, როდესაც ის ბავშვი დააუთავეს, იცით რა მოხდა ჩემთვის ?რაღაცა დიდი და ძვირფასი დამთავრდა. იქნებ ეს დიდი და ძვირფასი არც ყოფილა ამ მახინჯ საზოგადოებაში, სადაც ამდენი მახინჯი ქადაგებს მორალს და ზნეობაზე მე მელაპარაკება და მე მასწავლის მორალს. მიმიფურთხებია მე ასეთ საზოგადოებისთვის და ასეთი ქვეყნისთვის. ეს არ არის საქართველო, დღეს ის "გრუზია". მე კიდევ მინდა ის ქვეყანა სადაც ნიჭი იქნება აღიარებული და შევჩენკოები აღარ ივლიან საქართველოში,"-განაცხადა დეფი გოგიბედაშვილმა.

ასევე ნახეთ|  ნათია მეგრელიშვილი პირდაპირი ეთერის დროს სიგარეტის მოსაწევად გავიდა

დამამშვიდებელი წამალი წამოგიღეთ რომ დაწყნარდეთ - ირმა ინაშვილი მაია ორჯონიკიძეს

video: დღეს საქართველო არის груზია, მე კი მინდა იყოს სიახლოვე - დავით-დეფი გოგიბედაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა