ფიზიკურად შევეცდებით, რომ შევიდეთ შს სამინისტროს შენობაში და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ - გოგა ონიანი

ფიზიკურად შევეცდებით, რომ შევიდეთ შს სამინისტროს შენობაში და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ - გოგა ონიანი

ზაზა ხატიაშვილთან ერთად ფიზიკურად შევეცდებით, რომ შევიდეთ შს სამინისტროს შენობაში და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გოგა ონიანმა განუცხადა, რომელიც ახლა შს სამინისტროსთან იმყოფება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლის წინ აქციაზე დაკავებულებთან შეხვედრას ითხოვს.

"ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას არღვევენ და დაკავებულებს არ ეძლევათ ადვოკატებთან შეხვედრის საშუალება. ჩვენ დავუკავშირდით სახალხო დამცველს, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს. ზაზა ხატიაშვილმა აღგვითქვა, რომ მოვა აქ. ჩვენ ზაზა ხატიაშვილთან ერთად შევეცდებით, რომ შევიდეთ ფიზიკურად და თუ დაგვაკავებენ, დაგვაკავონ", - აღნიშნა გოგა ონიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი რამ, როდესაც დაკავებულებს ადვოკატთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ, შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ პუტინის რუსეთში და სხვა არადემოკრატიულ სახელმწიფოებში.

ამ წუთებში შს სამინისტროსთან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ელოდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა: აქცია ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან

პრემიერის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ინციდენტის დეტალები

ადვოკატები პრემიერის სახლთან დაკავებულებთა შესახვედრად შსს-ს შენობაში შეუშვეს თამარ ჩერგოლეიშვილი მთავრობას მიმართავს დაკავებულები გაათავისუფლონ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა