მაკა ჩიჩუას განცხადება ქმრების მიერ ცოლების მკვლელობასთან დაკავშირებით

მაკა ჩიჩუას განცხადება ქმრების მიერ ცოლების მკვლელობასთან დაკავშირებით

მაკა ჩიჩუას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი და უფრო სერიოზული ფიქრია საჭირო.

"ძალიან რთულია ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა, რადგან ძალიან მძიმე მკვლელობებზეა ლაპარაკი - ქალის მკვლელობა მეუღლის მხრიდან. ვფიქრობ, ამ საკითხს ფსიქოლოგიური და სოციალური დატვირთვა აქვს და ამას ცალკე განხილვა და რეაგირება სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია რელიგიური თემა დომინირებდეს. ამაზე უფრო სერიოზული ფიქრია საჭირო და მხოლოდ აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია საკმარისი არ არის", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დღეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ბოლო დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები და მათი პრევენცია იყო.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა