წულუკიანი: ქალის კვლა დაწინაურებულია და ეს არის ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი პრობლემა

წულუკიანი: ქალის კვლა დაწინაურებულია და ეს არის ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი პრობლემა

ქალის კვლა არის დაწინაურებული და ეს არის არა მხოლოდ დანაშაულის პრობლემა, ეს არის აგრეთვე ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი პრობლემა , - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დიდი ხარვეზები ქალთა უფლებების დაცვის მხრივ არ გააჩნია და ამ მხრივ ხარვეზები არის ჩვენს მენტალიტეტში და გამოძიების მსვლელობაში.

"ჩვენს კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს დიდი ხარვეზები ამ მხრივ არ აქვს. ხარვეზები არის ჩვენს მენტალიტეტში და ხარვეზები არის გამოძიებისას. მაგალითად, მე დღესაც ვარ უკმაყოფილო იმით, რომ ჩემი თანამშრომლის, სოფო ზურაბიანის საქმე არ მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და სასამართლოში არის ისევ ეს საქმე როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. არადა, სახეზეა ჩემი, ქალის გადასახედიდან მკვლელობა. ამ პრობლემებზე მე უკვე თვეებია ვსაუბრობ და ძალიან კარგია, რომ დღეს საზოგადოება ამის გარშემო ერთიანდება", -აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამუშაოები მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, თუ როგორი უნდა იყოს ერთობლივი სამთავრობო ხედვა.

"როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სამთავრობო ხედვაზე, თუ როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პრევენციის, არამედ რეპრესიის მექანიზმიც. ქმრები, რომლებიც ხედავენ, რომ ქალის კვლა კვალიფიცირდება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით, რა თქმა უნდა, ამგვარ კვალიფიკაციას არა აქვს გადამარწმუნებელი ეფექტი, ამიტომ მკვლელობას უნდა დაერქვას მკვლელობა. ის ჩვენი ხედვა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე დღეში გააცნობს საზოგადოებას გულისხმობს პრევენციის და ასევე რეპრესიის მექანიზმებსაც. პრევენციაში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩართული ძალიან მაღალი ხარისხით განათლების სამინისტრო", -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა