პრემიერის სახლთან დაკავებული ექვსი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პრემიერის სახლთან დაკავებული ექვსი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შვიდი პირიდან ექვსი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო.

როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის გადადების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ბევრი მტკიცებულებაა წარსადგენი სასამართლოში და დასაკითხია ბევრი მოწმე. დღეს კი, ვინაიდან სამუშაო დრო ამოიწურა, პროცესი ვერ დასრულდა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ადვოკატის განცხადებით, ის ბრალდებები, რაც პოლიციელებმა დაკავებულებს წარუდგინეს, რეალობას არ შეესაბამება. დაცვის მხარის თქმით, მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ საპროტესტო აქციაზე მათი მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ, რომელიც საპროტესტო აქციის დროს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. რომეო საჯაიამ აღნიშნა, რომ მისი დაკავების ერთადერთი მოტივი არის ის გარემოება, რომ იგი ახალაიების ადვოკატია.

"ეს დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვარ ბაჩო და დათა ახალაიების ადვოკატი. კანონის დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. ეს პოლიცია კი არა, მილიციაა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებს ადამიანებს", - განაცხადა რომეო საჯაიამ.

გათავისუფლების შემდეგ წარდგენილი ბრალდება უარყო "ტაბულას" ფოტოგრაფმა ალექსანდრე გიორგაძემ, რომელსაც პოლიციელისთვის რაციის ამოცლას ედავებიან. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მას შეხლა-შემოხლის დროს რაცია თავზე დაეცა. "ამის შემდეგ ვკითხულობდი, ვისი იყო ეს რაცია და ვთქვი, ამასაც მე დამაბრალებენ-თქო, მსგავსი რამ არ მომხდარა", - აღნიშნა ალექსანდრე გიორგაძემ.

ადმინისტრაციული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 22 ოქტომბერს, 15.00 საათზე განახლდება.

რაც შეეხება მეშვიდე დაკავებულ პირს, ლევან კვარაცხელიას, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კვარაცხელიასთვის აღკვეთის ღონისძიების განხილვა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა