მდიდრული აპარტამენტი და თვითმფრინავი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლისთვის? - ნადირაშვილის ბრალდება და ფოტოები

მდიდრული აპარტამენტი და თვითმფრინავი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლისთვის? - ნადირაშვილის ბრალდება და ფოტოები

"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაეროში ქართული დელეგაციის ვიზიტზე დახარჯულ თანხებს ასახელებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ქართული დელეგაცია გაეროში 34 წევრისგან შედგებოდა.

"დელეგაცია პრემიერის ბრძანებით განისაზღვრა 34 წევრით. ჩვენ ხელთ გვაქვს 16 ადამიანის სამივლინებო ხარჯი გაწეული მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტიდან. სულ ეს თანხა არის 562 ათას 965 ლარი. სასტუმრო "მანდარინ ორიენტალში" გადაიხადეს 175 ათასი 651 ლარი, მგზავრობა დაჯდა 100 ათას 243 ლარი, ტრანსპორტით მომსახურება 147 ათას 375 ლარი. ბიუჯეტიდან, არის გადახდილი სასტუმროს დამატებითი ხარჯები 25 ათას 694 ლარი, ანუ მინიბარის ხარჯი, სასმელის, სადილის ხარჯი. აქვე საგანგებოდ უნდა გავუსვა ხაზი რამდენიმე გარემოებას, პრემიერ-მინისტრმა და მისმა მეუღლემ ბილეთში მიუნხენი-ნიუ-იორკი-მიუნხენი გადაიხადეს ვითომ 20 ათასი ლარი. ეს არ იყო ბიზნეს კლასი, რომელიც თავისთავად ძალიან კომფორტულია, ეს არ იყო პირველი კლასი, რომელიც ბიზნეს კლასზე უფრო კომფორტულია, ეს იყო პირველი კლასის პრემიუმ ბილეთი", - განაცხადა ირა ნადირაშვილმა და გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომელიც, მისი თქმით, იმ თვითმფრინავშია გადაღებული, რომლითაც პრემიერმა იმგზავრა და ასევე აქვეყნებს სასტუმროს ფოტოებს, რომელშიც ნადირაშვილის მტკიცებით ნიუ-იორკში ვიზიტისას მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა