ის, რაც ეთერში ვერ მოხვდა - რა ხდებოდა "რუსთავი 2"-ში მას შემდეგ, რაც ეთერი შეწყდა

ის, რაც ეთერში ვერ მოხვდა - რა ხდებოდა "რუსთავი 2"-ში მას შემდეგ, რაც ეთერი შეწყდა

"რუსთავი 2"-ის ვებგვერდი ავრცელებს კადრებს, რომელზეც ასახულია, რა ხდებოდა "არჩევანის" სტუდიაში ეთერს მიღმა. კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებული მხარეების გასაშველებლად სტუდიაში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც კი შევიდა.

რა ხდებოდა მას შემდეგ სტუდიაში, რაც ტელეკომპანიამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე "არჩევანის" ტრანსლაცია შეწყვიტა, ამას ვიდეოში იხილავთ. ამავდროულად, ტელეკომპანიის ოფისთან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ "არჩევანის" პირდაპირ ეთერში შეხლა-შემოხლა მოხდა. პირდაპირ ეთერში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. წამყვანი გიორგი გაბუნია იძულებული გახდა დახმარებისთვის დაცვისთვის მიემართა და ეთერში სარეკლამო ჭრა გაეშვა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა