სოფლის მეურნეობის მინისტრმა საბიუჯეტო თანხით 1739 ლარად ღირებული iPhone 6 იყიდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა საბიუჯეტო თანხით 1739 ლარად ღირებული iPhone 6 იყიდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მინისტრ ოთარ დანელიასთვის 1 739 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი iPhone 6 შეიძინა, რომელიც საქართველოში გაყიდვაში 1 თვის წინ, 2014 წლის 17 სექტემბრიდან შემოვიდა.

"iPhone +"- ის მაღაზიაში iPhone 6-ის ფასი თავდაპირველად 2 499 ლარიდან იწყებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შპს "iPhone +"-სთან ხელშეკრულება გააფორმა და ბოლო მოდელის ტელეფონი გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინა.

"ტელეფონი მინისტრისთვის არის ნაყიდი. აქამდე რა აპარატიც ჰქონდა, როგორც ვიცი, დაუზიანდა, პროგრამულად გამოსწორებას არ ექვემდებარება. ამ ტელეფონს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოიხმარს ისევე, როგორც სხვა ნივთებს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა დავით ტყემალაძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა