ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს უჩივიან

ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს უჩივიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უჩივიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, სარჩელი პროკურატურაში უკვე შეიტანა. "საჩივარი შეეხება ცილისწამებას, რომელიც გამოთქმული იყო ჩემი და ზურაბ ჯაფარიძის მიმართ. ჩვენ ისედაც ვაპირებდით ჩივილს, უბრალოდ ველოდებოდით ქარტიის საბჭოზე ამ თემის განხილვას და ამის თაობაზე ვთქვით კიდეც. ჩაატარებს პროკურატურა გამოძიებას და დაადგენს, რის საფუძველზე დაგვწამა ცილი კახი კალაძემ ან მე ან ზურაბ ჯაფარიძეს და რის საფუძველზე გააკეთა ელჩმა ის განცხადებები, რომელიც გააკეთა", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

19 ივნისს გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა, რომ დეპუტატების საზღვარზე შეფერხების მიზეზი დიდი რაოდენობით, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი არადეკლარირებული თანხა იყო. მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კი აცხადებდა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს აზერბაიჯანიდან მოჰქონდათ ერთ მილიონამდე შავი ფული და აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა