"გაუთლელმა ხიხო რომეო საჯაიამ როგორც ჩანს, არ იცოდა ის, რაც მთელმა თბილისმა იცის"

"გაუთლელმა ხიხო რომეო საჯაიამ როგორც ჩანს, არ იცოდა ის, რაც მთელმა თბილისმა იცის"

თოქ-შოუში "არჩევანი" ადვოკატმა რომეო საჯაიამ, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერის თარხან გასვიანის მიმართ ბრალდების სახით თქვა - რომ თარხანის ბებია მისმა ბიძამ მოკლა. ამას თარხან გასვიანის საკმაოდ მკვახე პასუხი მოჰყვა. ჩვენ დავუკავშირდით თარხან გასვიანს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ის რაც რომე საჯაიამ ილაპარაკა, ჩემი ოჯახის პირადი ტრაგედიაა და არა ბრალდება. ბებიას ასხლეტილი ტყვია მოხვდა და ამის გამო ბიძაჩემმა თავი მოიკლა. სხვათაშორის, ეს ამბავი მთელმა თბილისმა იცის და იმ გაუთლელმა ხიხომ, რომეო საჯაიამ როგორც ჩანს, არ იცოდა და უნდა, რომ ცუდად გამოიყენოს. მე ეჭვი გამიჩნდა, რომ მათ ჩემგან რაღაც საფრთხე იგრძნეს. ალბათ, იციან რომ მე სერიოზულად ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. იციან, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ვემზადები და ალბათ, ამიტომ ცდილობენ ასეთი სიბინძურეების აგორებას. საერთოდ, რომეო საჯაიას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რამე ილაპარაკოს, მაგრამ თავისი შეთითხნილი ბრალდებების გამო ვთვლი რომ პასუხი უნდა აგოს და არ გამოვრიცხავ, ამ მიზნით სასამართლოსაც მივმართო. მოვითხოვ, მას ჩამოართვან ადვოკატის წოდება, რადგან ის არაა ღირსი ადვოკატის მანტია ატაროს.

- თქვენ "ნაციონალურ მოძრაობას" მიწაში ჩადებას დაპირდით...

- მე ვმუშაობ "ობიექტივში" და სწორედ ჩვენი წყალობით მოხდა ციხის კადრების გასაჯაროება და სწორედ ამ ფაქტმა დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიწაში ჩადება. ახლა ისინი მიწაში არიან და იქიდან ლაპარაკობენ, მე დავპირდი მათ, რომ კიდევ მივაყრი მიწას და ისე დავტკეპნი, რომ მაგათი ხმა აღარ გავიგონოთ. სხვათაშორის, ძალიან ბევრი კომპრომატიცაა, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. სიმართლე გითხრათ, რომეო საჯაიასგან არავითარ ნათქვამს არ ვიღებ შეურაცხყოფად, მაგრამ ჩემი ოჯახის პირადი ტრაგედიის ასე გაბითურებას არ ვაპატიებ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა