ალასანია პრეზიდენტ მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართავს

ალასანია პრეზიდენტ მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა.

აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანია ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს არის დანიშნული და სწორედ ამ დროისთვის დაგეგმილია ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტი.

ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი ირაკლი ალასანია უნდა ყოფილიყო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, 28 ოქტომბერს, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა საქართველოში არ იქნება.

"მე ვიცი, რომ თავდაცვის მინისტრი ალბათ არ იქნება ამ დროს საქართველოში", - განაცახდა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ალბათ, საჭიროა შეთანხმება იყოს უშიშროების საბჭოს წევრებთან, იმ პირებთან ვინც მუდმივი წევრები არიან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა