"ბაჩო ახალაიას მიერ "წამებულების" სია" - რისთვის იხდიდნენ სასჯელს საბედისწერო სპეცოპერაციისას სასტიკად ნაცემები

"ბაჩო ახალაიას მიერ "წამებულების" სია" - რისთვის იხდიდნენ სასჯელს საბედისწერო სპეცოპერაციისას სასტიკად ნაცემები

სოციალურ ქსელ Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი მამუკა დავარაშვილი აქვეყნებს პოსტს სახელწოდებით "ბაჩო ახალაიას მიერ "წამებულები", რომელშიც მითითებულია იმ პატიმრების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომელთა წამება ბაჩო ახალაიას ედება ბრალად.

1 - დავით ლექვთანაძე:

4 - ჯერ ყაჩაყობა ძალადობით და ჯგუფურად;

5 - ჯერ იარაღის უკანონო შენახვა, შეძენა, ტარება

1 ტრანსპორტის გატაცება,

1 ქურდობა,

2 -ჯერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა.

2 - მიხეილ მანდარია:

2-ჯერ ყაჩაღობა მკვლელობის მუქარით,

1 თავისუფლების უკანონო აღკვეთა (გატაცება),

1 ქურდობა

3 - ბერდია მესხი:

1 ყაჩაღობა,

2 - ქურდობა.

4 - მამუკა ბეჭვაია:

1 ყაჩაღობა,

2 ნარკოტიკული საშუალების შეძენა-მოხმარება,

1 ქურდობა

5 - ვალერიან პაპავა:

1 ყაჩაღობა

6 გია გორგაძე:

1 ქურდობა,

1 ქურდობის მცდელობა.

2 ციხიდან გაქცევა

შეგახსენებთ, რომ რუსთავის N1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების საქმეზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 12 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩანა ახალაია და ქ.თბილისის N7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა.

ამონარიდი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან:

სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით ბაჩანა ახალია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც ბ.ახალაიას ბრძანებით, პატიმრები - გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გაიყვანეს. ბ. ახალაიამ და მ. ქარდავამ N1 დაწესებულების ეზოში გაყვანისთანავე დაიწყეს მითითებული პატიმრების უმოწყალოდ ცემა, ასევე მათი მითითებით პატიმრებს ცემა დაუწყეს სპეცრაზმის თანამშრომლებმაც. ძირს დაყრილი პატიმრების ცემისას იყენებდნენ ხელკეტებს, ურტყამდნენ მათ ხელთ არსებულ ავტომატის კონდახებს. ცემისას პატიმრებს თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას და ხაზს უსვავდნენ, რომ მათი ცემა ხდებოდა დასჯის მიზნით. მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე.წ. "კორიდორში", სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე ხელკეტებით...

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა