ბაჩო ახალაია ადამიანების მჭამელად შეირაცხა - სალომე მახარაძე

ბაჩო ახალაია ადამიანების მჭამელად შეირაცხა - სალომე მახარაძე

ტელე "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში, ბაჩო ახალაიას "ნავთლუღის საქმეზე" გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით მისი მხარდამჭერები და დაზარალებული მხარის წარმომადგენლები საუბრობენ.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სალომე მახარაძემ  ბაჩო ახალაიას პიროვნულ ხასიატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრი შეირაცხა ადამიანების მჭამელად და ეს თავად ბაჩოს ბრალია.

მისივე თქმით, ახალაიას წინააღმდეგ პროცესები წინასწარ დაწერილი სცენარით მიმდინარეობს.

"დაუკვირდით 12 -ჯერ გამართლებულ ადამიანს ყოველ ახალ ბრალს უყენებდნენ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე. ძალიან უცნაურია, რომ ამ საქმეზე განაჩენის გამოტანისას ახალი ბრალი არ წარუდგენიათ. ეს ყველაფერი სცენარს ჰგავს, რომელიც უნიჭოდ არის დაწერილი,"-განაცხადა მახარაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა