გიორგი არველაძე იულია ტიმოშენკოს პარტიაში გაწევრიანდა - "მის უკან ათობით ქართველი ინტელექტუალი დგას"

გიორგი არველაძე იულია ტიმოშენკოს პარტიაში გაწევრიანდა - "მის უკან ათობით ქართველი ინტელექტუალი დგას"

"ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე, მთავრობის ცვლილების შემდეგ კარგა ხანია არსად ჩანდა. არველაძე, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ყავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე, მეუღლის სამშობლოში გადავიდა საცხოვრებლად და პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. ახლახან კი, ყველასთვის მოულოდნელად, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრად მოგვევლინა.

ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშინა" 24 ოქტომბერს გადაცემა Шустер LIVE-ის ეთერში იყო სტუმრად, სადაც ყოფილმა პრემიერმა პარტიის წევრები წარადგინა. ტიმოშენკომ წარდგენისას აღნიშნა, რომ პარტია "ახალი სისხლით" შეივსო და ახალ სახეებს შორის გიორგი არველაძე დაასახელა, როგორც საქართველოს რეფორმატორი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი. "მის უკან ათობით ქართველი ინტელექტუალი დგას, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში ცვლილებების განხორციელებაში" - ასე წარადგინა ტიმოშენკომ გიორგი არველაძე, რომლის გვარიც შეცდომით წარმოთქვა "ავერლაძე".

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობს 29 პარტია, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა