"ოცნების რისხვა", მეწაღე კახა კალაშოვი - შექმნის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" "დამსჯელ რაზმს?"

"ოცნების რისხვა", მეწაღე კახა კალაშოვი - შექმნის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" "დამსჯელ რაზმს?"

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს დამსჯელი რაზის შექმნას, ხელმძღვანელი კი იქნება კახა კალაშოვი-სორანი, რომელიც თავის თავს "ოცნების რისხვას" უწოდებს. ასევე გავრცელდა მისი ვიდეო მიმართვა, სადაც იგი"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გარდაუვალობაზე საუბრობს. ჩვენ გავესაუბრეთ კახა კალაშოვს, რომელიც ამ მიმართვის ავტორია.

ეთნიკურად ქურთი მეწაღე, წარსულში ქურთული კულტურის ცენტრის დირექტორი, ნაციონალების აქტიური მხარდამჭერია და ხელისუფლების შეცვლაზე ოცნებობს. "დღეს ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან, მე მათ დავარქმევდი არა ქართულს, არამედ "კრემლის ოცნებას " - აცხადებს კახა სორანი.

- რის საფუძველზე ამბობთ ამას?

- არჩევნებში ხალხი მოატყუეს, ცოცხებით მოსულები არიან. ციხის კადრები გამოიყენეს. და ყველაფერი გააკეთეს, რათა ხალხს "ნაციონალური მოძრაობა" გადაერჩია. თუ სიმართლისთვის იბრძოდნენ და ქართველი ხალხისთვის სიკეთე სურდათ, რატომ არ შეუშალეს ხელი ციხეში მიმდინარე პროცესებს. არჩევნების დღეს რატომღა ელოდებოდნენ? მე ვერ ავიტანე ეს და სხვა მრავალი უსამართლობა და გავხდი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი. ნაციონალები აშენებდნენ ქვეყანას და მათი აშენებულის დანგრევის საშუალებას მე არავის მივცემ. ესენი კი ქართველი ხალხისთვის ჯერ არაფერს აკეთებენ. მე ვდგავარ "ნაციონალური მოძრაობის "გვერდით, იქ, სადაც სამართალია. აუცილებელია, ეს ხელისუფლება წავიდეს და ძველი ძალები დაბრუნდნენ, რათა ისევ ააშენონ ქვეყანა.

- რას იტყვით დამსჯელი რაზმის შექმნაზე, ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა...

- ასეთ აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებს გაბედავას მსგავსი ხალხი. ის იარაღი, რომელიც ფოტოზე მიჭირავს - სათამაშოა. გაბედავას ვეტყვი, რომ არის მშიშარა და ლაჩარი და თავი დაანებოს ქართველ ხალხს მელორ ვაჩნაძესთან და მისნაირებთან ერთად...

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა