ნარმანიას გადაწყვეტილებას, შვილს სააკაშვილის დედის ბაღში ასწავლოს, პრესაში ხმაური მოჰყვა

ნარმანიას გადაწყვეტილებას, შვილს სააკაშვილის დედის ბაღში ასწავლოს, პრესაში ხმაური მოჰყვა

Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით "სად ასწავლიან შვილებს ქართველი პოლიტიკოსები და რამდენ ფულს ხარჯავენ განათლებაზე", საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თემა ბეჭდურ მედიაშიც აქტუალური გახდა, თუმცა პრესამ სტატიის იმ ეპიზოდზე გაამახვილა საუბარი, რომელიც თბილისის მერის, დავით ნარმანიას შვილს ეხებოდა. ხმაურის მიზეზად კი ის ფაქტი იქცა, რომ ბაღი, რომელშიც ნარმანიას 4 წლის კონსტანტინე სწავლობს, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას ეკუთვნის. როგორც ჩანს, ქართული საზოგადოების ნაწილი იმდენად პოლიტიზებულია, რომ მიიჩნევენ, რომ ცუდი ტონია, თუ მერი შვილს იმ ბაღში ასწავლის, რომელიც მისი პოლიტიკური ოპონენტის დედამ დააფუძნა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის პირველი პირის, დავით ნარმანიას ვაჟი, კონსტანტინე ნარმანია 4 წლის არის და საქართველოს უნივერსიტეტის ბაღში დადის, სადაც სწავლის გადასახადი ყოველთვიურად 400 ლარს შეადგენს. როგორც ბაღის პედაგოგები აცხადებენ, დავით ნარმანია ხშირად აკითხავს შვილს ბაღში და პერსონალის მიმართ ყურადღებიანია. ამბობენ, რომ ის მერად არჩევის შემდეგაც ისეთივე უშუალო და კონტაქტური ადამიანი დარჩა, როგორიც მანამდე იყო.

იხილეთ სტატია| სად ასწავლიან შვილებს ქართველი პოლიტიკოსები და რამდენ ფულს ხარჯავენ განათლებაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა