"შეიძლება გააძევონ საქართველოში, ეს სკანდალი იქნება" - რას ამბობს სააკაშვილი საკუთარ ძმაზე ფარულ ჩანაწერში

"შეიძლება გააძევონ საქართველოში, ეს სკანდალი იქნება" - რას ამბობს სააკაშვილი საკუთარ ძმაზე ფარულ ჩანაწერში

რუსმა მსახიობმა, პრანკსტერმა ვლადიმირ კრასნოვმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ პოლიტიკოსებს და პოპულარულ ადამიანებს აშაყირებს, გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილი გააბა მახეში. მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით დაურეკა და დახმარება სთხოვა. ჩანაწერის აუდიომასალა "ხულიგანმა", რომელიც ინტერნეტში ცნობილია სახელით ვოვანი გუშინ გამოაქვეყნა. ჩანაწერში სააკაშვილი ყალბ "ავაკოვს" დახმარებას პირდება და მასაც ერთი თხოვნით მიმართავს.

"ერთი პირადი თხოვნა მაქვს. ჩემი ძმა, დავითი ამჟამად ბორისპოლის აეროპორტშია, იქ გააჩერეს. მის ვიზას ვადა გაუვიდა და მისი დეპორტირება უნდათ. საქართველოში ეს პოლიტიკური სკანდალი იქნება. შეგიძლია ამ საქმეში ჩაერიო? ის უკრაინულ კომპანიებთან მუშაობს, ყველაფერი ლეგალურადაა, უბრალოდ ეს 90-დღიანი წესი ავტომატურად აუმოქმედდა. ამის თავიდან არიდება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ის თავის მდგომარეობას უკრაინაში პრობლემების გარეშე დაარეგულირებს. ის ამჟამად აეროპორტშია, საიდანაც შეიძლება ნებისმიერ წუთს გააძევონ საქართველოში. ეს მომენტალურად სკანდალი იქნება", - მიმართა პრანკსტერს სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი ეგონა.

ვოვანმა გადაწყვიტა ექს პრეზიდენტს მართლაც დახმარებოდა და აეროპორტში დარეკა, სადაც თავი ამჯერად ავაკოვის მრჩევლად, ანტონ გერაშენკოდ წარუდგინა. რამდენიმე ზარის შემდეგ, აეროპორტში გაურკვევლობა აღმოიფხვრა. ამის შესახებ პრანკსტერს თავად დავით სააკაშვილმა უთხრა, სატელეფონო საუბარში (ვოვანი ამ აუდიოჩანაწერსაც ავრცელებს). მოგვიანებით, პრობლემის მოგვარების შესახებ სატელეფონო ხულიგანს აეროპორტის თანამშრომლებმაც შეატყობინეს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა