როგორ პასუხობს ინგა გრიგოლია გოგა ხაინდრავას სკანდალურ ბრალდებებს

როგორ პასუხობს ინგა გრიგოლია გოგა ხაინდრავას სკანდალურ ბრალდებებს

Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელშიც გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით სკანდალური განცხადებები გააკეთა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Ambebi.ge ინტერვიუს გამოქვეყნებისთანავე დაუკავშირდა ტელეწამყვანს, თუმცა მან ინტერვიუზე უარი გვითხრა, ხაინდრავას კი Facebook-ზე გამოეხმაურა.

"ხაინდრავას ახალი გამონათება)))) კაცი რა დღეშია... აღარ მალავს, პირდაპირ "იმედის" დამფუძნებლებთან რომ აპროტესტებს ჩემს არსებობას... რა დავალება მიიღო ასეთი??? (ოღონდ ერთი ლაფსუსი - წინა ინტერვიუში ამბობდა, ინა გუდავაძეს საერთოდ არ ვიცნობო, აქ კი წერს, რომ პირადად დგამს მათთან თურმე ისტერიკებს ჩემზე)))))))) რა საწყენი აღმოჩნდება ხაინდრავასთვის, როცა გაარკვევს, რომ "რეაქცია" კიდევ დიდხანს იქნება ეთერში", - წერს ტელეწამყვანი.

იხილეთ| ხაინდრავას სკანდალური იტერვიუ: ივანიშვილსა და პატარკაციშვილებთან შეხვედრის დეტალები და უმწვავესი ბრალდებები ინგა გრიგოლიას

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა