"პოლიციის განყოფილებაში ქალიშვილი მამის თვალწინ გააუპატიურეს" - ინაშვილი სკანდალური ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

"პოლიციის განყოფილებაში ქალიშვილი მამის თვალწინ გააუპატიურეს" - ინაშვილი სკანდალური ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

"ნახოს მთელმა საქართველომ, თუ როგორ აუპატიურებდნენ პოლიციის განყოფილებებში ადამიანებს…", - ამ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გაზეთ "ასავალ დასავალთან" საუბრისას აკეთებს. ინაშვილი მიიჩნევს, რომ "პირველი არხი" ვალდებულია, რომ კადრები, რომელიც კასრებშია აღმოჩენილი, გაასაჯაროვოს.

ამავე ინტერვიუში ინაშვილი კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ქუთაისში, პოლიციის განყოფილებაში მამის თვალწინ გააუპატიურეს გოგონა.

ამონარიდი ინტერვიუდან:

"კასრებში აღმოჩენილი კადრები უნდა გასაჯაროვდეს. დაიფაროს ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანების სახეები და საქართველოს ტელევიზიის "პირველმა არხმა" უჩვენოს ეს საშინელი კადრები! ნახოს მთელმა საქართველომ, თუ როგორ აუპატიურებდნენ პოლიციის განყოფილებებში ადამიანებს… მეტსაც გეტყვით ქუთაისში, პოლიციის განყოფილებაში, მამის თვალწინ გააუპატიურეს მისი ქალიშვილი! ასეთ ხალხთან, ასეთ ნაძირალებთან და კრიმინალებთან თანაარსებობა და კოჰაბიტაცია არის ყოვლად დაუშვებელი და შეუძლებელი.  

ამ ხელისუფლებამ სააკაშვილის დამღუპველი საქმიანობა სამართლებრივად არ შეაფასა, არ დაიწყო "ნაცმოძრაობის" აკრძალვის პროცედურა და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პარლამენტში თუ მის გარეთ მოკალათებულ "ნაცისტ" კრიმინალებს ვერ იჭერენ.

ჩიკატილო იყო სერიული მკვლელი, რომელსაც თავდაპირველად დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ, მაგრამ ბოლოს დახვრიტეს. დღეს "ნაციონალებიც" ემორჩილებიან სააკაშვილს, სხედან ტელევიზიებში და ლაპარაკობენ "გონორით"! აი, ეს შედეგი მოიტანა "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც გადაარჩინა "ნაცმოძრაობა"!

ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული და საბედისწერო შეცდომა ის იყო, რომ მან სააკაშვილს ქვეყნიდან მშვიდობიანად გაქცევის საშუალება მისცა და არ დაიჭირა", - აცხადებს ინაშვილი გამოცემასთან საუბრისას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა