თბილისი 50 000 ჯარისკაცისა და არეულობის მოლოდინში - რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის პოლიტიკური ამბიციები

თბილისი 50 000 ჯარისკაცისა და არეულობის მოლოდინში - რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის პოლიტიკური ამბიციები

ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის აკვირდება და თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებასაც არ ერიდება. საუბარი გვაქვს ზაზა გაბედავაზე, რომელსაც მოსკოვში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ. მართალია, სააუბარი ხანგრძლივი არ გამოგვივიდა, მაგრამ, როგორც თავად განგვიცხადა, მომავალში უფრო ვრცლად გვესაუბრება თავის შეხედულებებზე, მომავალზე და მის დაბრუნებაზე საქართველოში. დიახ, ის დაბურნებას გეგმავს...

- ბატონო ზაზა, საუბარი საქართველოზე დავიწყოთ. რას ფიქრობთ, რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში?

- საქართველოში უპირველესი პრობლემა სამართლიანობის აღდგენაა, შემდეგ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა. სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს ოთხმოცდაათიანი წლების მიმდინარე მოვლენებიდან და არა 2003 წლიდან. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისგან განსხვავებით, ერთი რამ არის, ხალხს აღარ ხოცავენ ქუჩაში პოლიციელები, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა. სხვა მხრივ, ცვლილებები არ არის, ბევრი ზონდერი მუშაობს მაღალ თანამდებობებზე, მაგალითად – მალხაზ ჩილიკვაძე, რომელიც დაინიშნა უშიშროების უფროსად. ის აქციების დარბევის დროს, შენობის სახურავიდან, ტირის თოფს ესროდა ხალხს. რამდენ ადამიანს დათხარა მისმა ტყვიამ თვალი, ვინ მოთვლის. ასევე, სამეგრელოში არიან დარჩენილი ის ზონდერული ელემენტები, მაგალითად ვინმე "ლოქო", რომელიც ზემოსვანეთის პოლიციაში გადაიყვანეს სამუშაოდ, იმის გამო, რომ ახლობელი ჰყავს ოცნებაში...

- საქართველოს საგარეო კურსზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით, ეს კურსი შედის საქართველოს ინტერესებში?

- საქართველოს საგარეო კურსი უნდა განისაზღვროს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც დღეს ისაზღვრება. დღეს საქართველოს პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, "რას იტყვის მსოფლიო". ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ყველასთვის პატივსაცემი. ჩვენი ღირსება და ტრადიციები ჩვენ თუ არ დავიცავით, სხვა არ დაგვაფასებს, ჩვენი წინაპრების დანატოვარი ფეხით თუ გავთელეთ, ყველა ჩვენ გამოყენებას შეეცდება. ჩვენ უნდა გავხდეთ ქვეყანა, რომელსაც რუსეთიც, ამერიკაც, თურქეთიც, ევროპის ქვეყნებიც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც პატივისცემით და რიდით დაელაპარაკება. დღეს ყველა გამორჩენის თვალით გვიყურებს და ყველას თავისი პირადი ინტერესი ამოძრავებს. ამაზე მეტყველებს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელზეც ამერიკა და ევროპა მხოლოდ აღშფოთებით შემოიფარგლა. ჩვენ, ჩვენი ტრადიციები გავთელეთ და ამის გამო სერიოზულად აღარავინ გვიყურებს. ჩვენ რომ ვიყოთ ღირსეული სახელმწიფო, ეს ასე არ იქნებოდა.

- გავრცელდა თქვენი "ფეისბუქ" სტატუსი, სადაც აცხადებთ, რომ გყავთ 50 000-მდე გაწვრთნილი ჯარისკაცი, რომლებიც ჩამოვიდოდნენ თბილისში და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. ეს სტატუსი რომ თქვენ გეკუთვნოდათ, თქვენმა ვაჟმაც დაგვიდასტურა. რამემ შეგიშალათ ხელი ჩამოსვლაში?

- ხელს ვერაფერი შემიშლის, რომ "ნაცმოძრაობის" ზონდერებს ფიზიკურად გავუსწორდე! ასეთ ხალხს თუ აქვთ საშუალება ქუჩაში ხალხი ცემონ, ჩემი ბიჭებიც გაუსწორდებიან მათ! ასე რომ, ხელის შეშლა არ არის არანაირი, უბრალოდ, ჩემმა შვილმა მთხოვა შემეჩერებინა ბიჭები, რადგან ის ძალადობის მოწინააღმდეგეა და მისი აზრით, ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. ვუყურებ ცოტა ხანს და თუ არ მოისვენებენ "ნაცები", მერე ვეღარაფერი შემაჩერებს! თუ ასე გაგრძელდება ყველაფერი, "ნაციონალებს" ფიზიკურად გავუსწორდები!

- "ქართული ოცნებისგან" რაიმე დახმარებას ელოდებით?

"ქართული ოცნების" იმედი რომ მქონდეს, ამ განცხადებას არ გავაკეთებდი.

- საქართველოში დაბრუნებას გეგმავთ?

- ჩემს სიმართლეს როგორც კი დავამტკიცებ, აუცილებლად ჩამოვალ და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ყველა ბრალდება, რომელსაც ვერ დამიმტკიცებენ, შეუბრუნდებათ მათ!

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა