"დაგადოთ მარგველამ?!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები პრეზიდენტის ვეტოს

"დაგადოთ მარგველამ?!" - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები პრეზიდენტის ვეტოს

გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა, ვეტო დაადო.

"ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რამდენიმე მიზეზით - პირველი, იმიტომ, რომ საზოგადოებაში არის მტკიცე კონსენსუსი, რომ ამ საკითხზე პოზიცია უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ჩვენ უნდა გადავიდეთ დემოკრატიულ ფორმაზე. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც ვიცოდი, რომ ჩვენ გვისმენდა კაგებე, ამითი გავიზარდე. შემდეგ მე ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელშიც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა აიღო უკანონო მოსმენები და შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორი წლის თავზე, რაზეც მთელი საზოგადოება შეთანხმებულია და არის კონსენსუსი უნდა დავაყენოთ კანონის ფორმაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. ჩვენ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

სერგი კაპანაძე, "GRASS":

ყოჩაღ! პრეზიდენტმა მართლაც სახელმწიფოებრივი მიდგომა და აზროვნება გამოავლინა!

მერაბ მეტრეველი, TV-რადიო "პალიტრა":

დაგადოთ მარგველამ?!... :)

პირადად მე ორი გასაღების წინააღმდეგი ვარ. გასაღები უნდა იყოს ერთი და ის უნდა ქონდეს სასამრთლოს! თუ სანქციას გასცემს სასამრთლო და ამ სანქციის გარეშე ვერავინ უნდა მოუსმინოს, გასაღებიც მხოლდო მას უნდა ქონდეს. გასცემს სანქციას და თავადვე გადაატიალებს გასაღებს. რაღა საჭიროა აქ მობილური ოპერატორების შეკვეხება?! მით უმეტეს თავადაც არ უნდათ და მათი ჩართვა ათსგვარ სპეკულაციებს იწვევს. თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ მხოლოდ სასამრთლოს თუ ექნება, ეს საკამრისი დაცვა არ იქნება, რადგან შეიძლება სასამრთლოზე შსს-მ ზეწოლის მხოდენა შეძლოსო, ასეთ შემთხვევაში ორი გასაღები რას ცვლის? თუ მოსამრთლე დაჩმორდება და უკანონო სანქციას გამოწერს, გინდა ორი გასაღები ყოფილა, გინდა ხუთი, მოსამართლის საქცია ყველას ისედაც აღებს!

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტია":

დაადო ჰქვია ამას...

ნიკა რურუა, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია":

აჰა, თუ არა აქვს პრეზიდენტს ძალაუფლება.

გია ნოდია, პოლიტოლოგი:

კოჰაბიტაცია ბრუნდება

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2":

საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ერთადერთი პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუცია დარჩა - საქართველოს პრეზიდენტი.

good job, გიორგი მარგველაშვილი!

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა