პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს

პარლამენტი "ელექტროული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს. ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, სავარაუდოდ, დღესვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარების ან ვეტოს დაძლევის თაობაზე.

"პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციური უფლება, ვეტო დაადო კანონპროექტს და გამოაგზავნა პარლამენტში თავისი შენიშვნებით. შენიშნების დასაბუთების ნაწილზე ახლა არ შევჩერდები, თავად არსობრივი მხარე კი გახლავთ ის, რომ პრეზიდენტი გვთავაზობს, რომ ის ვადა, რომელიც ხვალ იწურება, გაგრძელდეს 1-ელ დეკემბრამდე და არა 28 თებერვლამდე. საუბარია გადადების ვადის ხანგრძლივობაზე და არა სხვა რაიმე საკითხზე. შემოსული კანონპროექტი განსახილველად გადაეცა იურიდიულ კომიტეტს, როგორც ამას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი. იურიდიული კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე როცა შემოგვიერთდება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც მომხსენებელია და რომელიც ქუთაისისკენ უკვე მოემართება. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ჩვენ დღესვე განვიხილოთ ეს საკითხი და მივიღოთ გადაწყვეტილება ან პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარების თაობაზე ან ვეტოს დაძლევის თაობაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სიჩქარე ამ საკითხთან მიმართებაში განპირობებულია იმით, რომ 1-ელი ნოემბერი ხვალ არის."თუ რაიმე გადაწყვეტილებაზე ვყალიბდებით ერთობლივად, უმჯობესია ის დღეს იქნას მიღებული", - აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა