დღეს რაც მოხდა, ნორმალურია, ეს არის დემორკატია - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს რაც მოხდა, ნორმალურია, ეს არის დემორკატია - ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენად სწორი ან არასწორი იყო, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, ნორმალურია, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას.

როგორც ღარიბაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ეს დემოკრატიის მაჩვენებელია.

"დღეს რაც მოხდა, ეს ნორმალურია. ეს არის დემორკატია. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს უნდა. მეორე საკითხია, რამდენად იყო ან არ იყო სწორი, მაგრამ მე ამის განხილვაში არ შევალ. არაკორექტული იქნება ჩემგან შეფასება გავაკეთო, რამდენად მართებული იყო. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მისი კონსტიტუციური ნება და ამის თაობაზე განმარტებები გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობამ", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ღირსეულად უპასუხა.

"მე აბსოლუტურად ნორმალურად ვუყურებ ამ პროცესს, აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა