"ჩემთვის რეკომენდაცია კახას არ გაუწევია" - გულახდილი ინტერვიუ კახა კალაძის ცოლისძმასთან

"ჩემთვის რეკომენდაცია კახას არ გაუწევია" - გულახდილი ინტერვიუ კახა კალაძის ცოლისძმასთან

ბოლო პერიოდში კახა კალაძე დაადანაშაულეს ნეპოტიზმში, რადგან მისი ცოლის ძმა დაინიშნა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო საქმეთა სამსახურის უფროსად. ჩვენ გავესაუბრეთ გიორგი არეშიძეს:

- თქვენი მერიაში დანიშვნის გამო, კახი კალაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ...

- ნეპოტიზმს რაც შეეხება, მე ხშირად ავღნიშნავ, რომ ჩემი კარიერა დავიწყე აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მაშინ ოპოზიციაში ვიყავი, ბატონი დავით ნარმანიას გუნდში, "ქართულ ოცნებაში." რაც შეეხება კახასთან კავშირს, იმის გარდა, რომ კახა ჩემი ნათესავია და ერთი და იგივე პერიოდში მოგვიწია ერთი და იგივე პარტიაში საქმიანობა, მეტი შეხება ჩვენ არ გვქონია. მე სადმე დავინიშნებოდი თუ არ დავინიშნებოდი, კონტაქტი ამ კუთხით კახასთან არასდროს მქონია.

- ეჭვი შეაქვთ, რომ მცირე გამოცდილების გამო , ურეკომენდაციოთ ვერ დაინიშნებოდით...

- რეკომენდაცია კახას არ გაუწევია. მე მერის არჩევნების დროს ბატონი ნარმანიას გუნდში ვიყავი. ჩვენ, ახალგაზრდები საარჩევნო პრობლემებიდან გამომდინარე ვმუშაობდით . არჩევნების მეორე ტურის დამთავრების შემდეგ, ბატონმა დავითმა შემომთავაზა, წამოვსულიყავი მის გუნდში მერიაში და მე დავთანხმდი ამ წინადადებას. წამოვედი, ვუდგავარ გვერდში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 2015 წლიდანვე დაიწყოს მერის საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილის შესრულება, რომელიც ეხება სპორტსა და განათლების მხარეს. ჩემი აქ წამოსვლა პირადად ჩემსა და მერს შორის გადაწყდა, სხვა არავინ ჩარეულა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

- საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ დავით ნარმანიას არ ეყოფა პოლიტიკური ძალა, თანამდებობიდან გაგათავისუფლოს, თუ რაიმეს "დააშავებთ" და საქმეს ვერ გააკეთებთ...

- რა დაშავებაზე არის საუბარი, რა შეიძლება მე აქ დავაშავო? არავის არაფერში არ აქვს დიდი გამოცდილება და თან ისეთი, რომ არაფერი შეეშალოს. ცხოვრება ყველას აძლევს შანსს, რომ რაღაც გააკეთოს. ამ შემთხვევაში, მე მომეცა ამის შანსი და გამოვიყენე. ჩემი ახალგაზრდული, გამბედაობით, ენთუზიაზმით და მონდომებით საზოგადოებას კი არ დავუმტკიცებ, ვაჩვენებ, რომ პასუხისმგებლობის აღება შემიძლია და საქმეს ბოლომდე მივიყვან. განაგრძეთ კითხვა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა