უსუფაშვილი: კოალიციაში კრიზისი არ არის, არის გარკვეული კრიზისული მოვლენები

უსუფაშვილი: კოალიციაში კრიზისი არ არის, არის გარკვეული კრიზისული მოვლენები

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, კოალიციაში "გარკვეული კრიზისული მოვლენებია". როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მოგვარდება და უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზრდება.

"კოალიციაში კრიზისი არ არის. არის გარკვეული კრიზისული მოვლენები. რა თქმა უნდა, არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო, როცა უწყებები განცხადებით მიმართავენ ერთმანეთს. როდესაც პრემიერი და მინისტრი ტელევიზიით ესაუბრებიან ერთმანეთს, ან როცა პარლამენტის თავმჯდომარეს მედიისთვის იმის თქმა უწევს, რასაც ახლა ვამბობ, ე.ი. რაღაც ნიშნები არსებობს იმისთვის, რომ დროზე მივხედოთ საქმეს, რათა ის უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზარდოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი შეფასებით, ხანდახან ასეთი კრიზისული მოვლენა სასარგებლოა იმისთვის, რომ "მიიხედ-მოიხედონ და სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ".

პარლამენტის თავმჯდომარემ კოალიციის პარტნიორებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ არსებული პრობლემები მოაგვარონ ისე როგორც მათ ეკადრებათ.

"მივმართავ პარტნიორებს კოალიციაში. გარკვეულ კრიზისულ ვითარებას გავუმკლავდეთ ისე, როგორც გვეკადრება კოალიციის პარტნიორებს. ისე როგორც გვეკადრება ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღებ ხალხს. ყველა თემა განვიხილოთ და მოვაგვაროთ კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოში ისე, რომ არ დავაზარალოთ ქვეყანა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა