პრეზიდენტის კომენტარი თავდაცვის სამინისტროსა და "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე

პრეზიდენტის კომენტარი  თავდაცვის სამინისტროსა და "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროსთან და კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ავსტრიიდან გამოეხმაურა .

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდნარე კრიზისს, მაგრამ არ გაგვიკეთებია განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება. ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან. შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია.

აქედან გამომდიარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა