"ალასანიას ჯერ ფულს გავაკეთებინებ და შემდეგ კორუფციაზე დავიჭერო" - სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს

"ალასანიას ჯერ ფულს გავაკეთებინებ და შემდეგ კორუფციაზე დავიჭერო" - სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს

ირაკლი ალასანიას მოხსნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი განცხადებას Facebook-ზე აკეთებს.

"ის რაც თუნდაც ამ დღეებში ხდება მე არ გამკვირვებია. შარშან საპატრიარქოში შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ დაიჭერდა მერაბიშვილს, უგულავას და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მეც. იქვე მოაყოლა, რომ ირაკლი ალასანიას ჯერ ცოტა ფულს გააკეთებინებდა და შემდეგ კორუფციაზე დაიჭერდა. ამავე შეხვედრაზე ახსენა, რომ შემდეგი "რუსთავი 2"-ის კონტროლის ქვეშ აყვანა იქნებოდა. ერთერთი, რაც ამ შეხვედრიდან ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა იყო ის, რომ ის მუდმივად მიმეორებდა, რომ თუ ჩემთვის საქართველო სახელმწიფო იყო, მისთვის ის უბრალოდ სამშობლოა. ამ ფრაზიდან მხოლოდ ერთი აზრის გამოტანა შეიძლება - ის ემტერება სახელმწიფო ინსტიტუტებს და ბოლომდე წავა მათ ჩამოსაშლელად... თუ არ შევაჩერეთ", - წერს სააკაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა