"სასოწაწულუკებული" - წულუკიანის განცდები, როდესაც ღარიბაშვილი მის თანაგუნდელს ლანძღავს

"სასოწაწულუკებული" - წულუკიანის განცდები, როდესაც ღარიბაშვილი მის თანაგუნდელს ლანძღავს

თეა წულუკიანს, რომელსაც ირაკლი ალასანიასთან მეგობრობა და პარტია "თავისუფალი დემოკრატები" აკავშირებდა, კვლავ ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრად რჩება. ის მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის მსგავსად არ გადამდგარა მინისტრის პოსტიდან მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა ალასანია მოხსნა და ამის გამო საზოგადოების ერთი ნაწილისგან წყრომაც დაიმსახურა.

თავად წულუკიანი მის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად გამართლებულად მიიჩნევს, მაგრამ რაც შეეხება ემოციურ ფაქტორს, მას კამერების წინ ვერ მალავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი მინისტრებისა და ტელეკამერების თანდასწრებით მის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელ ალასანიას მოღალატე მინისტრს უწოდებს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელიც თავადვე წარადგინა მინისტრთა კაბინეტში, "ავანტურისტს", "უჭკუოსა" და "ამბიციურს" უწოდებს.

მაშინ, როდესაც პრემიერი თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა, წულუკიანის სახის გამომეტყველება ტელეკამერებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით ვიდეო ინტერნეტმომხმარებლებმა ერთი სიტყვით დაასათაურეს და მას "სასოწაწულუკებული" დაარქვეს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა