თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრში შეხვდა. ამის შესახებ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია არსებობს.
ივანიშვილისა და ალასანიას შეხვედრა გუშინაც შედგა. გუშინდელი შეხვედრაც თბილისში, ივანიშვილის ბიზნესცენტრში შედგა, თუმცა მანამდე ისინი ერთმანეთს 6 ნოემბრის საღამოს ერთ-ერთი პრლამენტარის ოჯახის წევრის დაკრძალვაზე შეხვდნენ, სადაც ივანიშვილი და ალასანია თითქმის ერთდროულად მივიდნენ. როგორც Ambebi.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ყოფილ პოლიტიკურ თანაგუნდელებს ერთმანეთისთვის თვალი არ აურიდებიათ. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ერთმანეთი მოიკითხეს და მათ შორის ხანმოკლე საუბარიც შედგა.