თამარ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვებას "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" უწოდებს

თამარ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვებას "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" უწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მისი მხრიდან საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს დროებით დატოვებას "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" უწოდებს. როგორც ბერუჩაშვილმა დღეს, საგარეო უწყების ხელმძღვანელად წარდგენისას განაცხადა, მისი ეჭვები ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა.

"კურსი არის შეუქცევადი. ეს არის ჩვენი ეროვნული და ეგზისტენციალური არჩევანი. არც ერთ მთავრობას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ამ კურსს გადაუხვიოს. ჩემ ეჭვები რამდენიმე საათს გაგრძელდა, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობა. პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა მკაფიოდ და ნათლად უპასუხეს ჩემ შეკითხვებს", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

ბერუჩაშვილმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართული დიპლომატია იყოს წარმატებული.

"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივია ამ თანამდებობაზე წარდგენა. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა დღეს ამ პოსტის დაკავება. საგარეო უწყების სახელით მინდა, დავპირდე ყველას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკებთ იმისთვის, რომ ქართული დიპლომატია იყოს წარმატებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შესაძლებლობა მომეცა, ვემსახურო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ვემსახურო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პრიორიტეტებს. მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს მომავალი არ არის ევროპული მომავლის გარეშე. ქართული დიპლომატია ყველაფერს გააკეთებს, რომ განამტკიცოს პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველა მეგობართან, შეიძინოს ახალი მეგობრები და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მაია ფანჯიკიძის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების დროს, მისმა მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თავადაც განაცხადა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე საათში, გადაწყვეტილება შეცვალა.

იხილეთ სტატია| თამარ ბერუჩაშვილი - შევარდნაძის, სააკაშვილის და ახლა უკვე ღარიბაშვილის მთავრობის წევრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა