"კახას ფრჩხილის ფასი არ ხარ" - "ნაციონალების" თავდასხმა მარგველაშვილზე და ღია პროტესტი პარლამენტში

"კახას ფრჩხილის ფასი არ ხარ" - "ნაციონალების" თავდასხმა მარგველაშვილზე და ღია პროტესტი პარლამენტში

საპარლამენტო უმცირესობამ, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი ბობოხიძემ დარბაზის დატოვების მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ ოპოზიციას არ ეძლევა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების საქციელს პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინო უწოდა, თავად უსუფაშვილს კი გოგა ხაჩიძე "პროცედურულ დიქტატორად" მოიხსენიებს და წერს:

გოგა ხაჩიძე:

პრეზიდენტი მოვიდა პარლამენტში და მოგვმართა.

ყველას მაგივრად უპასუხა უსუფაშვილმა და წავიდა.

არც კითხვები, არც დებატები, არც აზრის გამოთქმა.

აი, ასეთია პარლამენტის თავჯდომარის მიერ დადგენილი "პროცედურული დემოკრატიის" წესები.

პ.ს. "პროცედურული დემოკრატიის" სახელით მოქმედი უსუფაშვილი, "პროცედურულ დიქტატორად" ჩამოყალიბდა.

ჩიორა თაქთაქიშვილი და მარიამ საჯაია, "ნაციონალური მოძრაობის" ეს ორი დეპუტატი, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, მას კახა ბენდუქიძის მიმართ დამოკიდებულებას ახსენებენ და ცხადია, იმ პერიოდსაც, როდესაც გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის დროს "აგრარულ უნივერსიტეტს" ავტორიზაცია გაუუქმდა.

ჩიორა თაქთაქიშვილი:

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მისი მდევნელი, რომელიც შემთხვევით ჩვენი პრეზიდენტი გახდა, ახლა გვესაუბრება უზოგადეს ცნებებზე, ოდნავ შეწუხებული მისი თანამზრახველებისგან მისი უპატივცემლობით და თავის მართლების ტონით.

რა უსამართლობაა!

მარიამ საჯაია:

პრეზიდენტი ინსტიტუტების პატივისცემაზე გვესაუბრა და მერე გააბითუტა ინსტიტუტი, რომელსაც თვითონ წარმოადგენს!

ჯერ იმით რომ წინამორბედი აკრიტიკა და შეურაცხყო; შემდეგ პროცედურული დიქტატურის "მამა" პარლამენტის სპიკერს, თავისი სურვილის წინააღმდეგ, დათანხმდა დებატების არ-გამართვაზე...

ახლა ლაივში თავს იმართლებს, აპრავებს, პარლამენტი არ არის დებატების ადგილიო...

უხერხემლობაც ასეთი უნდა!

კიარადა - პლასტელინობა.

პარლამენტში არა, მაგრამ სოციალურ მედიაში ყოველთვის გამოკვეთილად იცავს "ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტიის იდეოლოგიას მათი აქტიური მხარდამჭერი ქეთა გაბიანი, რომელიც ასევე გამოეხმაურა მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას. ის ჩიორა თაქთაქიშვილისა და მარიამ საჯაიას პათოსს იზიარებს.

ქეთა გაბიანი:

რაო მარგველ, გაგიხარდა ხომ კახა რომ გარდაიცვალა?....

პირველი ხომ მაგას დაეტაკე მინისტრობისას.... აუ....

კახას ფეხის ფრჩხილის ფასი არ ხარ, რომ იცოდე არც შენ და არც შენი ნაგვის კოალიცია...

იმას რაც მოხდა, არასდროს გაპატიებთ!

იბაზრე ეხლა ტრიბუნიდან, ხო ეგ გინდოდა...

ტფუი თქვენი........... !, - წერს ქეთა გაბიანი.

ვიდეო არქივიდან: "სამარცხვინო და მატყუარა ადამიანი ხარ" - კახა ბენდუქიძე გიორგი მარგველაშვილს

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა