ალეკო ელისაშვილი: ის დრო დადგა, რომ ჩემს ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" უჭერს მხარს

ალეკო ელისაშვილი: ის დრო დადგა, რომ ჩემს ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" უჭერს მხარს

ის დრო დადგა, რომ ჩემს ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" უჭერს მხარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცადა.

ალეკო ელისაშვილმა მის ინიციატივაზე თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის მიერ მიღებული დასკვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ ფუფუნება და კომფორტი ყველა თანამდებობის პირს არ ეთმობა. მისი თქმით, სამი თვე იცდიდა იმისათვის, რომ საკრებულოს მის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე ალტერნატიული წინადადებები მოესმინა, რაც დღემდე არ მომხდარა.

მისივე თქმით, საკრებულოს ავტოპარკის ხარჯების შემცირება და აღრიცხვა აუცილებელია.

ალეკო ელისაშვილი იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მაჟორიტარი დეპუტატისათვის თვეში 5 000 ლარია გამოყოფილი და ეს უნდა გამოიყენონ ხარჯებისათვის. ალეკო ელისაშვილმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას პირადად, როგორც დეპუტატს 1 120 ლარი აქვს ხელფასი, ბიუროს ფუნქციონირებისათვის გამოყოფილია 5000 ლარი, თუმცა ბიუროს საჭირო ინვენტარით აღჭურვა თავად მოუხდა და ამისათვის მან სახლიდან მაგიდა და სკამები მიიტანა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მის ინიციატივას სულ სხვა დატვირთვა აქვს და დღეს სხდომაზე მისი ინიციატივის შესახებ გაკეთებული განცხადებები საბჭოთა ნომენკლატურის მენტალიტეტის ინერციას წარმოადგენს.

დღეს ალეკო ელისაშვილის ინიციატივა მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა მხარი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა