"ბიბლიის დაწერისას სხვა პოლიტიკური ვითარება იყო" - იგულისხმა თუ არა პრეზიდენტმა ივანიშვილი "ორი ბატონის მსახურებაში"

 "ბიბლიის დაწერისას სხვა პოლიტიკური ვითარება იყო" - იგულისხმა თუ არა პრეზიდენტმა ივანიშვილი "ორი ბატონის მსახურებაში"

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, რას გულისხმობდა პრეზიდენტი გამოსვლის დროს ციტატაში: "ნათელია, ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება".

მარგველაშვილმა განუმარტა ჟურნალისტს, რომ ფრაზა ბიბლიიდან იყო მოყვანილი და ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე გამოიყენა საუბრისას.

ნაწყვეტი ბიბლიიდან პრეზიდენტმა გამოიყენა ევროპასთან ურთიერთობის კონტექსტში. მისი თქმით, "ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას და ამავე დროს, სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე".

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ| "კახას ფრჩხილის ფასი არ ხარ" - "ნაციონალების" თავდასხმა მარგველაშვილზე და ღია პროტესტი პარლამენტში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა