"ნაციონალური მოძრაობის" აქციის გამო ხვალ რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი გადაიკეტება

"ნაციონალური მოძრაობის" აქციის გამო ხვალ რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი გადაიკეტება

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, ხვალ, 12:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოძრაობა სრულად გადაიკეტება.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, მოძრაობა შეიზღუდება ასევე რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე გამომავალ და მიმდებარე ქუჩებზე; გარდა ამისა, ნაწილობრივ შეზღუდვა შეეხება მოძრაობას თავისუფლების მოედანზე.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში 15 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობის დროს ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მიზნით, 12:00 საათიდან სრულად გადაიკეტება მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე; მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე გამომავალ და მიმდებარე ქუჩებზე; ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედანზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია 16:00 საათზეა დაგეგმილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა