ივანიშვილთან საუბარისას ნახსენები იყო, თავი შემეკევებინა პარტიის თავმჯდომარეობისგან - ირაკლი ალასანია

ივანიშვილთან საუბარისას ნახსენები იყო, თავი შემეკევებინა პარტიის თავმჯდომარეობისგან - ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ "იმედის" გადაცემა "რეაქციაში"  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა და მათი საუბრის ერთი დეტალი გააჟღერა.

"მე ერთადერთი რაც ყველაზე უფრო მომხვდა ყურშიც, თვალშიც საუბარში ნახსენები იყო ის, რომ მე თავი შემეკავებინა პარტიის თავმჯდომარეობისგან. ეს იყო აუხსნელი ჩემთვის და ძალიან მოულოდნელი. ამან კიდევ უფრო გამიღრმავა ეჭვები, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს. დანარჩენ დეტალებზე არ ვისაუბრებ. ეს არ იყო დაძაბული შეხვედრა, ეს იყო ძალიან გულღია საუბარი, რომელიც ორმხრივი სურვილის შედეგად შედგა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა