"იქნება გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი... ჰომოსექსუალებს აიძულებენ მისვლას" - ტრისტან წითელაშვილი და ლადო სადღობელაშვილი 15 ნოემბრის აქციაზე

"იქნება გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი... ჰომოსექსუალებს აიძულებენ მისვლას" - ტრისტან წითელაშვილი და ლადო სადღობელაშვილი 15 ნოემბრის აქციაზე

15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე იმართება აქცია - არა ანექსიას, რომლის ორგანიზატორია "ნაციონალური მოძრაობა". აქციის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ დავუკავშირდით ყოფილ პოლიტპატიმარ ტრისტან წითელაშვილს და "თავისუფალი თაობის" ლიდერ ლადო სადღობელაშვილს და კომენტარი ვთხოვეთ:

ტრისტან წითელაშვილი

- თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ 15 ნოემბრის აქციის იდეა - არა ანექსიას, არის სატყუარა "ნაციონალური მოძაობის" მხრიდან. მათ უნდათ, რომ აქციაზე მიიტყუონ ხალხი და სწორედ ამიტომ დაარქვეს აქციას - არა ანექსიას. მათ არანაირი უფლება არ აქვთ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში რაიმე ტიპის განცხადებები გააკეთონ და მით უფრო აქციები ატარონ. "ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი სცენარისტი, რომელმაც მოახდინდა პროვოცირება რუსეთის საოკუპაციო ჯარების და განაპირობა მათი შემოსვლა საქართველოში, "ნაციონალური მოძრაობას" წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დაკარგული აქვს. "ნაციონალური მოძრაობას" წვლილი მიუძღვის იმაშიც, რომ დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკებადაა აღიარებული. ამის ფონზე მათი აღშფოთება რომ რუსეთი ღებულობს დოკუმენტს, რომლის საფუძველზე აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსია ხდება, არის ბლეფი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.

- როგორ ფიქრობთ, პროვოკაციებს ხომ არ ექნება ადგილი?

- მათ უნდათ აქციაზე მიიტყუონ მაქსიმალური რაოდენობის ხალხი და შემდეგ მოაწყონ პროვოკაციები, რადგან პროტესტმა უფრო მძაფრი და მასშტაბური ხასიათი მიიღოს და მათ საბოლოო მიზანს წარმოადგენს თბილისის მაიდანიზაცია. პირდაპირ გეტყვით ვინ იქნება ამ პროვოკაციის სათავეში: "თავისუფალი ზონა", სადაც გაწევრიანებული არიან ყოფილი ზონდერები, რომლებსაც თავის დროზე ხელმძღვანელობდა ნიკა მელია და გოგა ონიანი. სხვათაშორის, ეს ზონდერები გამოიყენეს აქციების დასარბევად როგორც 7 ნოემბერს, ისე 26 მაისს. ეს ადამიანები არიან ჯგუფებად დაყოფილი, ისინი შეერევიან მშვიდობიან მომიტინგეებს და მოაწყობენ პროვოკაციას. იქნება პროვოცირება ჩხუბის ატეხვით, შემდეგ იქნება გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღიც, თუ ვინმე დაიჭრა, ეს კიდევ უფრო აწყობთ მათ, რადგან ეს კიდევ უფრო დიდი არეულობას გამოიწვევს და სწორედ ესაა მათი გეგმის ნაწილი.

ლადო სადღობელაშვილი - "თავისუფალი თაობა":

- 15 ნოემბერს "თავისუფალი თაობა" არავითარ კონტრ-აქციას არ გეგმავს, რადგან მიგვაჩნია, რომ თუ ჩვენ რაიმე სახის აქციას ჩავატარებთ, ეს "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს. ამიტომ ჩვენ ვისხდებით ოფისში და დავაკვირდებით მათ ქმედებებს. 15 ნოემბერს მოხდება დიდი ლუსტრაცია. ის არასამთავრობოები, თუ პარტიები, ვინც იქ მივლენ, ხელს მოაწერენ საკუთარ ლუსტრაციას. უკვე ნიღაბჩამოხსნილ და ლუსტრირებულ ადამიანებთან ბრძოლა გაცილებით იოლია, ამიტომ არ გამოვრიცხავ ორშაბთს ან სამშაბათს გარკვეული საპროტესტო აქცია ჩვენც მოვაწყოთ.

- "თავისუფალი ზონის" აქტვისიტები პროვოკაცებს ხომ არ მოაწყობენ?

- დავიწყოთ იქიდან, რომ "თავისუფალი ზონა" აღარ არსებობს. ეს ორგანიზაცია დაახლოებით 1 თვეა დაშლილია. ზონის წევრები გადანაწილებული არიან სხვადასხვა ორგანიზაციებში, მაგ: "პიკასოს კლუბი", "სამართლიანი თაობა" და სხვა. არ გამოვრიცხავ მათ ურთიერთ დაპირსპირების ნიადაგზე რაიმე პროვოკაცია მოაწყონ და თავი დააჭერინონ პოლიციელებს, რომ მერე მიმართულება ჰქონდეთ, თუ რა უნდა იყვირონ. ის მოტივი, რაზეც 15 ნოემბრის აქცია იმართება, არის აბსურდი, იქიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ "ნაციონალების" დამსახურებით დღეს ზემო აფხაზეთი ოკუპირებულია.

- როგორ ფიქრობთ, ბევრი ხალხი გამოვა აქციაზე?

-როგორც ჩვენთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, იმის გამო, რომ "ნაციონალებმა" საჭირო რაოდენობის ხალხი ვერ მოაგროვეს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილ მიტინგს უერთდება და ერთგვარ ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია "იდენტობა" და მისი ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე. ვაჭარაძე აიძულებს - აშანტაჟებს (შესაძლოა მერაბიშვილი-ახალაიების დროს გადაღებული ფარული ვიდეომასალებით) და ავალებს ჰომოსექსუალებს, რომ მასობრივად მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ნაცების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე. 15 ნოემბერს რუსთაველზე ელოდებიან 1000-ზე მეტ ჰომოსექსუალ აქტივისტს, რომლებიც ერთგვარი წამმართველები უნდა გახდნენ ამ მანიფესტაციის. როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი ვაჭარაძე გახლავთ პიროვნება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მოიხსენიებს, როგორც საქართველოს ნომერ პირველ მტერს, მოღალატეს და მძარცველს, არ ტოვებს შესაძლებლობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ეკლესიას და ქრისტიანულ რწმენას. ნებისმიერი პირი, რომელიც 15 ნოემბრის აქციაზე დადგება, ეკლესიის და ქრისტიანობის დაუძინებელ მტრებთან ჩერგოლეიშვილთან, ვაჭარაძესთან, კინწურაშვილთან, თუთბერიძესთან, ბოკერიასთან ერთად, თავისთავად აღიქმება, როგორც მათი თანამოაზრე და მართლმადიდებლური ეკლესიის მტერი. 15 ნოემბერი ერთგვარი ლუსტრაცია იქნება იმ ადამიანებისა, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ მე-5 კოლონას, რომლის მთავარი დანიშნულებაცაა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა