მსვლელობა რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)

მსვლელობა რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ (ფოტორეპორტაჟი)

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ორგანიზაციის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ყოფილი მმართველი გუნდი ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის ემზადება და მათი მობილიზება არ უკავშირდება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის მოსალოდნელი ანექსიის გაპროტესტებას.

"სახალხო დარბაზის" ერთ-ერთი წარმომადგენლის, თინათინ დოგრაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" რევანშით აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, რისი უფლებაც საზოგადოებამ არ უნდა მისცეს.

"ჩვენს უკან დგას საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც ახსოვს, როგორ ხოცავდნენ და ჟლეტდნენ ხალხს "ნაციონალები". ოკუპანტები ისინი თავად არიან, მათი აქცია კი მიზნად ისახავს გადატრიალების მოწყობას და მას კავშირი არ აქვს ანექსიის გაპროტესტებასთან. ამბობენ, რევანშით მოვდივართ და დაგვხვდითო. ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ", - განაცხადა თინათინ დოგრაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, გაგარძელდება თუ არა მათი აქცია 16.00 საათამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა დაგეგმილი.

რუსთაველის გამზირზე პოლიციაა მობილიზებული. სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. აქციაზე რამდენიმე სასულიერო პირიც იმყოფება.

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა