"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზმა" რუსთაველზე აქცია "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" შეწყვიტა

"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზმა" რუსთაველზე აქცია "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" შეწყვიტა

ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციას წყვეტს.

განცხადება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოდერძი ოთარაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციას გეგმავდნენ, დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა აღარ გამართეს.

გოდერძი ოთარაშვილის განაცხადებით, მან რეგიონებიდან მობილიზებული ორგანიზაციის წევრები შეაჩერა, რომლებიც დღეს "სახალხო დარბაზის" აქციაზე მისვლას გეგმავდნენ.

"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რეგიონებში სადროშოები, ჩვენი ორგანიზაციის წევრები მოემართებოდნენ აჭარიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, თუმცა დროებით ისინი გავაჩერეთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ დროებით ოფისიდან დავაკვირდებით სიტუაციას. იმ შემთხვევაში, თუკი "ნაციონალები" არ დაიშლებიან, დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ ქვეყნის გადატრიალების საშუალებას და დავიძვრებით. თუ დაპირისპირება გახდა საჭირო, დავუპირისპირდებით კიდეც", - განაცხადა გოდერძი ოთარაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" აქციის მიმდინარეობისას პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული. სამართალდამცველებმა, როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციისთვის ხელი არ შეეშალათ და არ გამოეწვიათ შესაძლო დაპირისპირება, რის შემდეგაც სახალხო დარბაზის წარმომადგენლები ოფისისკენ დაიძრნენ.

"სახალხო დარბაზის" აქცია დასრულდა.

დღეს, 16.00 სათზე, თბილისში "ნაციონალური მოძრაობა" აქციას - "არა ოკუპაციას" მართავს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა