შეძახილები "გაუმარჯოს ბაჩო ახალაიას" და პატივი ბენდუქიძის ხსოვნას - რა ხდება "ნაციონალების" ორგანიზებულ აქციაზე

შეძახილები "გაუმარჯოს ბაჩო ახალაიას" და პატივი ბენდუქიძის ხსოვნას - რა ხდება "ნაციონალების" ორგანიზებულ აქციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები "ვარდების მოედნიდან" რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას იწყებენ.

"ვარდების მოედნის" ტერიტორია გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის ხსოვნას.

აქციის მონაწილეების წევრების მხრიდან ისმის შეძახილები: "ბაჩო ახალაიას გაუმარჯოს".

აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერია მისული.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა