"ჩვენი ინტერესია ივანიშვილის და ხელისუფლების გულის გახეთქვა" - ფოტორეპორტაჟი აქციიდან "არა ანექსიას"

"ჩვენი ინტერესია ივანიშვილის და ხელისუფლების გულის გახეთქვა" - ფოტორეპორტაჟი აქციიდან "არა ანექსიას"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილთან იმყოფებიან და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას "ზემოდან გადაღებული ფოტოების საშუალებით აკონტროლებენ".

"თუ გულის გახეთქვაა, გულის გახეთქვა იყოს, მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილთან სხედან და გვითვლიან. ჩვენი ინტერესია მათი გულის გახეთქვა", - მიმართა ბობოხიძემ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მიმდებარე აქციის მონაწილეებს უჭირავთ ცენტრალური გამზირი კინოთეატრ "რუსთაველიდან" პირველ საჯარო სკოლამდე. მათ "ვარდების მოედნიდან" დაძრული მხარდამჭერთა კოლონა, რომელიც პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართება, ჯერ არ შეერთებია.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

თემის ირგვლივ განახლებები იხილეთ თეგზე #არა ანექსიას

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა