კახა ბენდუქიძე მთაწმინდის პანთეონში უნდა დაიკრძალოს - მიხეილ სააკაშვილი

კახა ბენდუქიძე მთაწმინდის პანთეონში უნდა დაიკრძალოს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე მთაწმინდის პანთეონში უნდა დაიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

"კახა ბენდუქიძე, როგორც უპრეცედენტოდ დიდი საერთაშორისო სახელის მქონე ქართველი საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი უნდა დაიკრძალოს მთაწმინდის პანთეონში. თუ ამას ესენი არ იზანენ, ნებისმიერი მომავალი ნორმალური მთავრობა ამას აუცილებლად გააკეთებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა